საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 21 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, სებ-მა თანხმობა მისცა „კრედიტ სერვისს“ მიკროსაფინანსო საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც მიკროსაფინანსო საქმიანობას არ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 12 აგვისტოს განკარგულებით, მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.