საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას საბოტაჟს დავარქმევდი, - განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს. ვოლსკის თქმით, რამდენიმე საკითხია, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებული და გავლილია.