პარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმასათან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. აღნიშნული განცხადებით არჩილ თალაკვაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის წევრების მიწვევის საკითხს გამოეხმაურა.