საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადებისა და მოსმენის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქმის განხილვას განაგრძობს. საუბარია საქართველოს 326 მოქალაქის და სახალხო დამცველის სარჩელზე. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როცა ასობით მოქალაქემ ერთობლივად ისარგებლა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და მოითხოვა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ცნობით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, თუმცა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.