საკონსტიტუციო ცვლილებებზე აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს წარმოადგენლები პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ლიდერს შეხვდნენ.როგორც არჩილ თალაკვაძემ აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. განიხილეს პროექტის ის თავი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.