საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო შეხვედრებს კახეთის რეგიონში მართავენ. სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცის აწვდიან და პირობებს დეტალურად აცნობენ. საინფორმაციო კამპანია ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია უხლოეს მომავალში თელავში დასრულდება.კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინაროებს.ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ.