ოპოზიციურმა ფრაქციებმა შესაძლოა, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის თანამდებობიდან დროებით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთონ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი ზეწოლის შესახებ საუბრობს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოხდება.