თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიაში, მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მერიის შესასვლელში თბილისის საკრებულოს ექვსი დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ სხდომაზე ასვლის საშუალებას არ მისცა. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განმარტა, დეპუტატებს სხდომაზე დასწრების ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. დედაქალაქის მერია ფაქტს განცახდებით გამოეხმაურა და დეპუტატები ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნაში დაადანაშაულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 6-ვე დეპუტატს სხდომაზე დასწრების ნებართვა დართეს.