სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა გააუმჯობესოს იმ ტრანზაქციების აღრიცხვა, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული "ტექნიკური დახმარების" ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესმა მზარდი ტენდენცია აჩვენა, ამასთან, გაიზარდა არარეზიდენტების აქტივობის წილი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთანაც ჰქონდა შეხვედრა, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც „საქსტატი“ არარეზიდენტი პირების მიერ დადებული ფსონებისა და მათ მიერ მოგებული თანხის რაოდენობის შესაფასებლად, სპეციალურ კითხვებს მოამზადებს. ამასთან, მსგავსი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე უმსხვილესი კაზინოს ადმინისტრაციასთანაც შედგა მოლაპარაკება.