2020 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 75 ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ათას 227 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა - 957 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23 ლარითა და 30 თეთრით მეტია.
რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ათას 293 ლარითა და 70 თეთრითაა განსაზღვრული, საშუალო ბიზნესში – ათას 404 ლარი და 90 თეთრი, ხოლო მცირე ბიზნესის შემთხვევაში - ათას 35 ლარი და 20 თეთრი იყო.