2019 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413 ათას 800 ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.5 პროცენტიან კლებას წარმოადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების ყველაზე დიდი წილი - 19.9 პროცენტი აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა - 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონ 400 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.