საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეიდან მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის ახალ მეთოლოგიაზე გადადის. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ახალ მეთოლოგიაზე გადასვლა გულისხმობს ცვლილებებს მონაცემთა წყაროს ხარისხისა და ადმინისტრაციულ ცვლილებათა დამუშავების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ახალი მეთოლოგია საქართველოს ეკონომიკურ სექტორს უფრო ზუსტი მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით უზრუნველყოფს.