სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, 1 წლის განმავლობაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე - 45.4 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 23.2 პროცენტით, შაქარსა და სხვა ტკბილეულიზე 16.9 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები 15 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული 14.1 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე 11 პროცენტით,
ამასთან, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ჯგუფში ფასები - 10 პროცენტით გაიზარდა. ასევე 10 პროცენტით გაიზარდა ფასები ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე ფასების 8.4 პროცენტით მატება დაფიქსირდა..
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გალენა ჯაანმრთელობის დაცვამაც მოახდინა, სადაც ფასები 4.9 პროცენტით გაიზარდა.