2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ფასები გაზრდილია თევზეულზე, ხორცზე, პურზე, თამბაქოს ნაწარმზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო პროდუქციაზე, ელექტროენერგიაზე და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებზე. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა.