გაწითლდა საქართველო, განადგურდა მოაზროვნე, თავისუფალი იდეის მატარებელ ადამიანთა ფენის დიდი ნაწილი და ქვეყანა კრემლის ფილიალს დაემსგავსა. იქ დაწერილი უსტარებით იმართებოდა საქართველო, იქ შედგენილ შავ სიებში შეყვანილ ქართველებს ხოცავდნენ ჩეკისტები, იქ დიდ რუსეთში, სულ ღაფავდა ქართული სახელმწიფო... დაშტამპული, საშუალო გონებრივ შესაძლებლობის მქონე ადამიანისგან განსხვავებული, არაორდინალური, თავისუფალი, თავის უფლებებისთვის მებრძოლი, სწავლას მოწყურებული 27 წლის კონსტანტინე ყანდარელი, გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა და ითხოვდა ნებრათვას. მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ყანდარელი მეგობართან ერთად გაიპარა გასანათლებლად.
სთენდაფი: სანამ ყანდარელი გერმნიაში ტექნიკურ საგნებს სწავლობდა და ევროპულ განათლებას იძენდა, საბჭოელები აქ, ჩვენს ქვეყანაში, მისთვის ტყვიას ჭედავდნენ, დასახვრეტ ტყვიას, მხოლოდ და მხოლოდ სწავლის არპატიებისთვის...