იმ დოკუმენტზეც, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ძალიან პრინციპული პოზიციები გვაქვს. არ მინდა ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ფუჭი დაპირებები, ან შეფუთული სიცარიელე გავატაროთ როგორც რეფორმის დაპირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიატორს კარგად ესმის, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე პროგრესი ვერ იქნება.