„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს და მოქალაქეებს 20 სექტემბერს, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება დეპუტატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ადგას პრორუსულ გზას და ეს თითოეულ მოქმედებაში გამოიხატება. სამადაშვილი აპროტესტებს იმედზე გასულ სიუჟეტს და ტელეკომპანია რუსული ნარატივის გატარებაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელი ბრიფინგი, „იმედის“ სიუჟეტი და განცხადებები ხელისუფლების მხრიდან უბრალო დამთხვევა არ არის. შეგახსენებთ, რომ „სირცხვილიას“ ფარგლებში 20 ივნისს, პარლამენტთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იგეგმება.