სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა

2018-12-18 12:10:12+04:00

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა. სალომე ზურაბიშვილი სასახლეში რამდენიმე წუთის წინ, ფეხით მივიდა. არსებული ინფორმაციით, სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბიშვილი შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში განთავსდება.