საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეგასების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიზანი უცვლელია და ეს არის ნატო-ს წევრობა.პრეზიდენტის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა შესაძლებლობები და მის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა. პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველო საუკეთესო პარტნიორია.