საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს, რაც გასათვალისწინებელია. „ჩვენ საერთო გეგმა გვაქვს და ბუნებრივია, ამ საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენ მომავალში ერთობლივად ვიმუშავებთ. გუშინ დაანონსდა ზურაბიშვილის მოსვლა. რა თქმა უნდა, გუშინ კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან აქტიური დღის წესრიგი აქვს",- განაცხადა ზალკალიანმა.