პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმათავს.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღების გამართვაც.