კიდევ 10 წელი არ უნდა ვიცადოთ, უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, რათა მივაღწიოთ საბოლო მიზანს, ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ პოლარიზაცია უნდა დაძლიოს, რადგან განხეთქილების პირობებში დიალოგი შეუძლებელია. გარდა ამისა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სთხოვა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიმართვას შეურთდნენ