საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა:
„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და მოგიწოდებთ ვიმოქმედოთ ამაზონისთვის“, - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში წელს ხანძრების რიცხვმა 85 პროცენტით მოიმატა და მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონში ფიქსირდება.