"აქ იქნება თქვენი სახლი" - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის სასახლეში. პრეზიდენტი ათონელზე მდებარე სასახლეში, საკუთარ კაბინეტში 11 საათზე შევიდა მან გააკეთა პირველი კომენტარი მომავალ გეგმებსა და მედიასთან ურთიერთობის შესახებ. მისივე თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში მუშაობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და სრული დატვირთვით იმუშავებენ.