ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მხოლოდ ორი წარუდგინა, მათ შორის არის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილიც. საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა თენგიზ თევზაძეც და კომისიის მიერ ცესკოს წევრობის შერჩეული ოთხივე კანდიდატი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები მისი კანდიდატურის მხარდაჭერაში.