საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა. ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დამტკიცდეს თანდართული სახით. ბრძანებულების თანდართულ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი.