საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ გიგი უგლავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მიიჩნევს.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, აღნიშნულში ეჭვი არ ეპარებათ, რის კონტექსტშიც, მმართველი გუნდის წევრების განცხადება, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილების საქმის კურსში არ იყვნენ, საზოგადოების მოტყუებაა.