სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. დღგ-ის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის ნახევარი კი ისევ ბიტკოინ-სიტის განვითარებას მოხმარდება.ლა-უნიონის დეპარტამენტში ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. ბიტკოინ-სიტის მრგვალი, მონეტის ფორმის იქნება.„საცხოვრებელი და კომერციული რაიონები, მუზეუმები, ბარები, რესტორნები, აეროპორტი, პორტი, რკინიგზა - ყველაფერი ბიტკოინს მიეძღვნება“, - განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ.მიმდინარე წლის ივლისში სალვადორი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ ერთეულად აღიარა. ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გზავნილების წლიური ჯამი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.