მე, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველოდებით შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას, - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი ბარათაშვილის მოედანე მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 5 მოსწავლე დაშავდა. მიხეილ ჩხენკელმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.