სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტი ამოიღეს - Palitra News

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტი ამოიღეს

2019-10-29 10:02:46+04:00

სამართალდამცველებმა თბილისა და სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო ელექტროსიგარეტი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვისა და გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.