შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რამიშვილმა იმ პროცესუალურ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დროს ჰქონდა ადგილი. რამიშვილის თქმით, როდესაც დეკანოზი დააკავეს, დაკავების ადგილზე არ შემდგარა შესაბამისი ოქმი, რაც კანონის დარღვევაა.
იხილეთ:
იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის - დეკანოზის ადვოკატი