სამართალდამცველებმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 2 ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზების მიზნით, უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.