სამართლიანმა არჩევნებმა წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა.
კვლევის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი გამოვლიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ, 1 შემთხვევა პარტია “ლელო საქართველოსთვის” მიერ, 2 ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ -1 ფაქტი.
ამავე კვლევის თანახმად წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მარნეულში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევაც დაფიქსირდა.
კვლევა 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს პერიოდშია ჩატარებული.