ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში მსახურების დროს წმინდა სახარებიდან იმ მონაკვეთს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის პირველად ზიარებაზეა საუბრი.მსახურების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგების მიმართავს და მრევლს დღევანდეოლ დღეს მიულოცავს. მანამდე კი ტრადიციულად ფეხბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს, ისევე როგორც ეს თავისი სიმდაბლით უფალმა გააკეთა და მოციქულებს ფეხი დაბანა.