კერძო სამედიცინო დაზღვევის პოლისების რაოდენობა გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული პოლისების რაოდენობა 4,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის 6 თვეში მოქმედებდა სულ 607 ათას 220 სამედიცინო დაზღვევა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 580 ათას 570 ერთეული.
ამასთან, გაზრდილია მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობაც. სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის 6 თვეში მოზიდული იყო 171 მილიონ 430 ათასი ლარის პრემია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 145 მილიონ 650 ათასი ლარის. ამავე მონაცემების მიხედვით, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.