სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. სამხარეო პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ პოსტს გურამ ზესაშვილი იკავებდა. აღნიშნულ ინფორმაციას " შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, უწყებაში არ აკონკერტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი 7 რაიონის პოლიციის უფროსი. არსებული ინფორმაციით, გახარიამ საკადრო ცვლილებების გატარებამდე შეხვედრა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან გამართა.