შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშორმლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყებისი ინოფრმაციით,ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.