ახალმა მუსიკალურმა სიომ ქართულ სცენაზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაბერა, – ვნახოთ, რა განვითარება ექნება მას, მანამდე კი გთავაზობთ პროდიუსერ თეონა ჯორბენაძის მიერ ამ საღამოს შეჯამებას, რომელიც სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„Janngo & Nini & Gigassh ზღვაზე მეტად რომ შეიძლება შეგიყვარდეს, ეს პოსტი მათზეა.
ასე დიდი ხანია, არც ერთ პროექტზე აღარ მიღელვია… რაღაც ახალი ხდებოდა, რაღაც თავიდან იწყებოდა, სათქმელი და მოსაყოლიც რომ დაგიგროვდება და თან ამ ახალგაზრდულ სიგიჟესთან დაწევა გიწევს.
სულ სხვა ხასიათის პროექტისთვის ვემზადებოდით და სპონტანურად დიდ საკონცერტო დარბაზში ამ სამი გადარეულის პრემიერა დაიგეგმა. ნიკას წარმოუდგენელ ენთუზიაზმზე, ტალანტსა და მართლაც რომ ღვაწლზე ყველა თაობის მუსიკოსისთვის თუ ქვეყნისთვის ოდესმე ძალიან ბევრი დაიწერება. მისი დიდი შრომითა და გამძლეობით ჩვენს თვალწინ არაერთი კლიშე დაინგრა. სულ ცოტა ხნის წინ, სიმფონიური ორკესტრი ან კლასიკური ჟანრის შემსრულებელი თუ რამე სხვას დაუკრავდა მაშინვე დიდი შფოთი იწყებოდა. არადა დასავლეთის სიმფონიური ორკესტრები რა ხანია კლასიკური მუსიკის სივრცეებში ელექტონულ მუსიკასთან კოლაბორაციას სთავაზობენ მსმენელს…
ეს პროექტი აუცილებლად განაგრძობს ფრენას და ვიცი, რომ სულ მალე ახალ თარიღს და ლოკაციას გაცნობებთ“.