"სამი ცუკერბრინის სიყვარული"- თანამედროვე, რუსი, პოსტმოდერნისტი მწერლის, ვიქტორ პელევინის რიგით მე-12 რომანი. წიგნი 70 ათასიანი ტირაჟით 2014 წელს რუსეთში გამოიცა და პირველივე კვირაში მთლიანი ტირაჟი გაიყიდა. ორიგინალი დაწერილია რუსულად. გამოცემიდან მალევე ითარგმნა არაერთ ენაზე, მათშორის იაპონურად და ჩინურადაც. ქართველ მკითხველს, წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვა, უკვე 2016 წლიდან შეუძლია.წიგნი ინტერნეტ დამოკიდებულებაზე, საზოგადოებაში მის უარყოფით ზეგავლენაზეა, თავად რომანის სახელწოდებაც "სამი ცუკერბრნის სიყვარული" ყველაზე პოლულარული სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის და გუგლის დამფუძნებლის სერგეი ბრინის სახელებიდან მომდინარეობს. წიგნი ასევე ეხმიანება უკრაინაში განვითარებულ მაიდანის მოვლენებს და ყირიმის ნახევარ კუნძულის კონფლიქტს.