ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება მიეცა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კლინიკებისგან არასწორად მოთხოვნილი თანხები შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაქვითოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 2017 წლის დასაწყისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმების მთელი რიგი გამოაცხადა, "რომელიც შეჯამებულად შეიძლება გამოიხატოს პაციენტის უსაფრთხოების, მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღების კონცეფციაში".