თავდაცვის სამინისტრო 5 სამხედრო მოსამსახურის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება საზოგადებას მოუწოდებს, აღნიშნული არ შეაფასონ, როგორც სამხედრო ნაწილში ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე ჯარისკაცების სამედიცინო დასკვნებს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯარში მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს.
ვაზიანის ბაზიდან ვირუსის ნიშნებით 5 სამხედრო მოსამსახურე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კომენტარი გაკეთდა საავადმყოფოშიც.