რეკრუტის საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა რომელიმე მხარის ბრალეულობა, მათ შორის საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის, ჩვენს მიერ იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსს რეკრუტი ცემაში ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით ბერიშვილის ბრალდებებს უარყოფს.