Shisalanga Construction-ი მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გზების დაგებისას პოლიეთილენის რძის ბოთლების გამოყენება დაიწყო.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასფალტის დაგებისას პოლიეთილენის ბოთლების გამოყენებას 2 მთავარი უპირატესობა აქვს: ისინი გარემოს ნარჩენებისგან ათავისუფლებენ და ამასთან, პოლიეთილენის დამატებით გზების ხარისხიც უმჯობესდება.
კომპანიის პირველმა მცდელობამ წარმატებით ჩაიარა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კლიფდალეში მათ უკვე დაასრულეს გზის 400-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რა დროსაც 40 ათასი 2-ლიტრიანი რძის ბოთლი გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის დაგებისას ისინი პოლიეთილენის ბოთლებს 190 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებენ და სხვა მასალებს ურევენ. შედეგად ყოველი 1 ტონა ასფალტის შემადგენლობა დაახლოებით, 120 პოლიეთილენის ბოთლს შეიცავს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარად დაგებული გზები უფრო მყარია და უფრო კარგად უძლებს ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებს.