კეპტაუნი სამხრეთ აფრიკის სიდიდით მეორე ქალაქი, დასავლეთ კაპის პროვინციისა და სამხრეთ აფრიკის დედაქალაქია. სწორედ კაპტაუნშია სამხრეთ აფრიკის პარლამენტი განლაგებული. ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში კეთილი იმედის კოშკის მახლობლად მდებარეობს.
აფრიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქის ისტორია 1652 წლიდან იწყება, როდესაც იან ვან რიბეკის ექსპედიციამ მაგიდის მთასთან ევროპელების პირველი დასახლება დააფუძნა. 1679 წელს კეიპტაუნში ეროვნული ძეგლი და სამხრეთ აფრიკის უძველესი ნაგებობა კეთილი იმედის სასახლე აშენდა. ქალაქი წარმატებულად იზრდებოდა, დიდწილად, პორტის წყალობით. მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ აფრიკის ცენტრალულ რაიონებში ოქროსა და ალმასების საბადოს აღმოჩენამდე, კეპტაუნი რეგიონის მთავარი ქალაქი გახლდათ. სწორდ აქ განვითარდა აქტიურად მეღვინეობა. ჩამოსახლებული მიწათმოქმედები ახალ ტერიტორიებს ითვისებდნენ. აქედან დაიწყო ევროპელების გადასახლება კონტინენტის სიღმეში. სწორედ კეიპტაუნში, 1990 წლის 11 თებერვალს, ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათში, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, პირველი საჯარო სიტყვა წარმოსთქვა ნელსონ მანდელამ და სამხრეთ აფრიკის ახალი ერის დაწყებას დაუდო საფუძველი. კეიპტაუნი კარგი კლიმატით, მდიდარი ბუნებითა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია.