სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინფორმაციით, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა რამდენიმე თვის წინანდელია. როგორც ბექა დვალმა განაცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვა ოჯახისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, საქართველოს ელჩი თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. "ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ერთობლივად ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამემამულის ბედის გარკვევას. ასე ვართ მომართული ამ ეტაპზე, არაფერზე ჩვენი უწყება უკან არ იხევს. ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებას მიმართავს, რომ ჩვენი თანამემამულის ბედი გაირკვეს", - განაცხადა ბექა დვალმა.