სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან.
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთით, ტყეში ხანძარი გაჩნდა, რამაც საფრთხე ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანს შეუქმნა. მედიის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოების გამო დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ტყის ხანძარს ებრძვიან ასევე იტალიის კუნძულ სარდინიაზეც, სადაც საშიშროების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ხანძარსაშიში ზონიდან ათასზე მეტი მოსახლის ევაკუაცია გახდა საჭირო. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიის რეგიონში ხანძარმა 1 600 ჰექარის ფართობის ტერიტორია გაანადგურა.