სასტუმრო "Holiday Inn"-ში "სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი" გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მათ შორის საუბარია ბიუჯეტის სწორად და დაბალანსებულად გადანაწილებაზე. ასევე მინისტრმა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხის შესახებ და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნება,რაც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს. იზორიას განცხადებით თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემა კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობისა.