სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 893-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
"კორონავირუსის გამო სამხედრო მეთაურები წვრთნების მასშტაბის შემცირებას განიხილავენ" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა. შეგახსენებთ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.