ტაიფუნი მიტაგი იაპონიის შემდეგ სამხრეთ კორეას დაატყდა თავს. სტიქიას როიტერსის ცნობით, ექვსი ადამიანი შეეწირა. უხვი ნალექსი შედეგად დაიტბორა ქალაქები, წყალმა დაფარა ავტომობილები. ტაიფუნის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი.
როგორც სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და სუსაფრთხოების სამინისტროში განაცხადეს, წლამა 100-ზე მეტი სახლი დატბორა და დააზიანა. 1500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ტაიფუნი მიტაგი რიგით მე-18 ტაიფუნია რაც სამხრეთ კორეას წელს დაატყდა თავს.