სამხრეთ ამერიკული ჰარპიას ხილვისას, ბევრს ჰქონია, რომ ფრინველის კოსტუმში გამოწყობილ ადამიანს უყურებს. ამ მტაცებლის გარეგნობა, მართლაც, რომ შთამბეჭდავია - მისი სხეულის სიგრძე 90-დან 110 სმ-მდე აღწევს.ამ დიდებული ფრინველის თავდაჯერებული გამოხედვა შიშის განცდას იწვევს.ჰარპია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს - მექსიკიდან ბრაზილიამდე. უზარმაზარი მტაცებელი ქორისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, რომლის სხეულის სიგრძე, შესაძლოა, 110 სმ-მდე აღწევდეს, ხოლო ფრთების სიგრძე - ორ მეტრამდე. ზრდასრული ჰარპია 3,8-დან 9 კგ-მდე იწონის.ბუნებაში სამხრეთამერიკული ჰარპიას 50 ათასამდე ინდივიდი ბინადრობს. მათი ძირითადი საკვები რაციონი -1:18ზარმაცა, მაიმუნი და სხვა ძუძუმწოვრები არიან. გარდა ამისა, ის მიირთმევს რეპტილიებს და დიდი ზომის ფრინველებს.ეს მტაცებელი არც ისე იშვიათად სტუმრობს სოფლებს და თავს ესხმის ქათმებს, კატებს, გოჭებსა და ცხვრებს.